მაკდონალდი
იოვერდეს ეკო მეგობრული პროექტი მაკდონალდსის ფილიალებში
ეკო მეგობრული გარემოს შექმნა დღეს უკვე კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს არ არის მხოლოდ ტენდენცია, არამედ გლობალური პასუხისმგებლობა, რომელიც ზრუნავს ბუნებასა და მომხმარებელზე.
მთავარია, მსგავსი ინვესტიცია სწორად იქნეს გათვლილი და არ მოხდეს მომხმარებლის მოტყუება პლასტმასის პროდუქციით, რომელიც მხოლოდ ეკოლოგიურობის ილუზიას ქმნის.
მაკდონალდსთან წარმატებული თანამშრომლობა
იოვერდესა და მაკდონალდსის ერთწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წელს განხორციელდა ეკო მეგობრული გამწვანების სამუშაოები მაკდონალდსის 4 ფილიალში. თითოეულ პროექტზე შექმნილი უნიკალური სივრცეები სიხარულით და სიამაყით წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟის სახით.
ამ პროექტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაკდონალდსი არა მხოლოდ საერთაშორისო ბრენდია, არამედ ეკო მეგობრული, თანამედროვე და ყველაზე ლოიალური კომპანია საქართველოში. მისი მიდგომა ეკოლოგიურობისა და ინოვაციების შერწყმის თვალსაზრისით მისაბაძია.
თანამშრომლობის გაგრძელება 2025 წელს
იოვერდეს შემოქმედებითი ჯგუფი 2025 წელსაც აქტიურად აგრძელებს მაკდონალდსთან თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო მეტ ეკო მეგობრულ სივრცეს შექმნის.
ჩვენი შეთავაზება:
იოვერდე მზადაა, ინდივიდუალური პირობებით იმუშაოს თქვენთან და ხელი შეუწყოს ეკო მდგრადი მიმართულების პოპულარიზაციას. ერთად შეგვიძლია შევქმნათ მეტი ეკო მეგობრული გარემო, რომელიც არა მხოლოდ ბუნებასთან ჰარმონიაში იქნება, არამედ მომხმარებელში დადებით შთაბეჭდილებას დატოვებს.